Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნორმატიული აქტების შესახებ article 231 ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი. 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველიოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა, გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, რომელიც მისთვის დოკუმენტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, გამოსაქვეყნებლად წარუდგენს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 231 4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) თან უნდა ერთოდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის კანონი №243 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 231 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის კანონი №01 - ვებგვერდი, 21.01.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. |