Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 53 ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი. 1. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის სხეულის შიგნით შემოწმებას ან მისი სხეულიდან ნივთის ამოღებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი. 2. არასრულწლოვნის სხეულიდან ნივთის ამოღება უნდა განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მქონე დაწესებულებაში სერტიფიცირებული, იმავე სქესის ექიმის ან ექთნის მონაწილეობით და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით. 3. ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 53 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი იმავე სქესის უნდა იყოს, რომელი სქესისაც არის არასრულწლოვანი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკითხს მოსამართლე წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაბამისი შუამდგომლობის შეტანიდან არაუგვიანეს 12 საათისა. 6. მოსამართლის განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება, მოსამართლის სახელი და გვარი; გ) პირი, რომელმაც სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა; დ) არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს; ე) სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები; ვ) საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობის დასაბუთება; ზ) ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; თ) წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება; ი) განჩინების მოქმედების ვადა; კ) პირი ან ორგანო, რომელმაც განჩინება უნდა შეასრულოს; ლ) მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული). |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 53 7. თუ არასრულწლოვანი თანახმა არ არის, რომ ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებებს მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს, ან თუ მისი დასწრება შეუძლებელია, საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება შესაბამისი სქესის საპროცესო წარმომადგენელი. |