Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 154 სანქციის დაკისრება. 1. ამ კანონის 153-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ადგენს კომისია. 2. რეგულირებული საწარმოსთვის ან სხვა პირისთვის სანქციის დაკისრებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობა; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგები; გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები. 3. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის აქტიური მოქმედება, რომელიც მიმართულია სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ, სამართალდარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების ხელშეწყობისკენ, ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად. 4. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის ქმედება, რომელიც მიმართულია კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების შეფერხებისკენ ასეთი დარღვევის ან მისი შედეგების დაფარვის მიზნით, ან აღნიშნული პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელება ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 154 5. კომისია სანქციის დაკისრებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მხედველობაში იღებს სხვა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებსაც. 6. კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 6 თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებ. ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდება, თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ 5 წელი. ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია. 7. დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. დამრღვევი რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიერ სანქციის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს. |