Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 3 ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს; ბ) საძიებო-სამაშველო რაიონი – საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის რაიონი, რომლის საზღვრებშიც ხორციელდება საძიებო-სამაშველო ოპერაციები; გ) საძიებო-სამაშველო ერთეული – სათანადოდ მომზადებული პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი გემი, რომლითაც შესაძლებელია საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება; დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომ – სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის; |
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 3 ე) საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი – საძიებო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი; ვ) ადგილზე მოქმედების კოორდინატორი – სააგენტოს შესაბამისი სამსახური, საძიებო-სამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს; ზ) ავარიული სტადია – გაურკვევლობის, განგაშის ან განსაცდელის სტადიის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი; თ) გაურკვევლობის სტადია – გემის ან ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა განსაზღვრულ დროს ნავსადგურში გემის მიუსვლელობით ან გემის ადგილსამყოფლის თუ უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ინფორმაციის მიუღებლობით; ი) განგაშის სტადია – სიტუაცია, როდესაც საშიშროება ემუქრება გემის ან ადამიანების უსაფრთხოებას, რადგან გაურკვევლობის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა გემთან დაკავშირება ან ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, ან როდესაც მიღებული ინფორმაციით გემის საექსპლუატაციო საიმედობა არ არის იმდენად დარღვეული, რომ გამოიწვიოს განსაცდელის სტადია; კ) განსაცდელის სტადია – სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან: |
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 3 კ.ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული და გარდუვალი საფრთხე ემუქრება; კ.ბ) განგაშის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა ვერც გემთან დაკავშირება და ვერც ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია გემი იმყოფებოდეს განსაცდელში; კ.გ) მიღებული ინფორმაციით, გემის საექსპლუატაციო საიმედობა იმდენადაა დარღვეული, რომ განსაცდელის სტადია გარდუვალია; ლ) შველა – განსაცდელში მყოფი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მათთვის სხვა სახის დახმარების გაწევა; მ) გარემოსათვის ზიანის მიყენება – სანაპირო და შიდა წყლებში ან მათ მიმდებარე რაიონებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საზღვაო ფლორის, ფაუნისა და რესურსებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რაც გამოწვეულია დაბინძურებით, ხანძრით, აფეთქებით ან სხვა მსგავსი ინციდენტით; ნ) ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების გამომწვევი ინციდენტი – შემთხვევა ან ერთნაირი მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებსაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს შეუქმნის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ინტერესებში შემავალ ზღვის გარემოს თუ სანაპირო ზოლს და მოითხოვს გადაუდებელ მოქმედებას ან საგანგებო ზომების მიღებას; |
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 3 ო) საზღვაო დანადგარი – ნებისმიერი სახის სტაციონარული ან მცურავი დანადგარი თუ ნაგებობა, რომელიც გამოიყენება აირისა და ნავთობის დაზვერვისას, მოპოვებისას და წარმოებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას; პ) ნავთობის დამუშავებასთან დაკავშირებული საზღვაო ნავსადგურები და ობიექტები – ნავთობტერმინალები, მილსადენები, საზღვაო ნავსადგურები და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ნავთობის დამუშავებისას და ქმნიან ნავთობით დაბინძურების საშიშროებას; ჟ) სახელმძღვანელო დოკუმენტები – საქართველოს კანონმდებლობა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები; რ) საერთაშორისო სტანდარტები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შესაბამისი კონვენციები, სახელმძღვანელო საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო ძიებისა და შველის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. |