FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  6

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისთვის.
1. სამინისტრომ, სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა უზრუნველყონ ყველა სათანადო ღონისძიების განხორციელება ორგანოების ნებაყოფლობითი და უანგარო (ალტრუისტული) დონაციისა და მათი დონაციისა და გადანერგვის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით.
2. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მისაწოდებლად, აგრეთვე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოების უანგარო (ალტრუისტული) დონაციის მნიშვნელობისა და რეციპიენტისთვის ასეთი დონაციის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები მოიცავს შესაბამის სამედიცინო, იურიდიულ, სოციალურ-კულტურულ, რელიგიურ, ეთიკურ და სხვა საკითხებს, განსაკუთრებით − ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა, ორგანოს დონაციაზე თანხმობის განცხადება და გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე დონორისა და რეციპიენტის უფლებები და მათი დაცვა.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  6

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სათანადო პროგრამა უნდა მომზადდეს, მიღებული უნდა იქნეს და უნდა განხორციელდეს სამინისტროს, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.