FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  47

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოსამსახურეზე რაიმე ზემოქმედება და მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. ეს უფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.