Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 22 მოსამსახურის სამუშაო დრო. 1. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეებისთვის ან/და ცალკეული მოსამსახურეებისთვის დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო ან/და მუშაობის განსხვავებული პირობები, კერძოდ: ა) მოსამსახურისთვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე; ბ) მოსამსახურისთვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისთვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები; დ) მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი. |