Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ article 7 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ააცილოს თავიდან ან შეუმსუბუქოს შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული გასაჭირი; ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან საქართველოს ხელისუფლების დამხმარე საზოგადოების სახით უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის დაცვის, კატასტროფის თავიდან აცილების, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით ახორციელებს სოციალურ ღონისძიებებს; დ) პროპაგანდას უწევს ადამიანის სისხლის უანგარო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში; ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში; ვ) მოსახლეობისათვის ზიანის მასობრივად მიყენების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან/და თავად მონაწილეობს მათ განხორციელებაში; |
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ article 7 ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად; თ) პირველადი დახმარების პროგრამების განხორციელებით მონაწილეობს მოსახლეობის კატასტროფისა და საომარი მოქმედებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში; ი) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს; კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს; ლ) ეწევა ისეთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი კატასტროფის ან ავადმყოფობის შემდეგ განცალკევებულ ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას, კერძოდ, მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის ხელშეწყობით; |
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ article 7 ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვას; ო) ასრულებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. |