FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  26

საგადახდო დავალების შესრულების ვადები.
1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ:
    ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  26

ბ) მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი. თუკი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ არის ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შესაძლოა განისაზღვროს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მოთხოვნები.
3. გადახდის ოპერაციის თანხაზე სარგებლის თარიღი გადამხდელის საგადახდო ანგარიშისთვის არ უნდა უსწრებდეს იმ თარიღს, როდესაც ამ ანგარიშზე განხორციელდა გადახდის ოპერაციის თანხის დადებეტება.
4. თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმღების დადგენას, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
5. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს ანგარიშსწორებისთვის მიმღების პროვაიდერსა და მიმღებს შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − შეთანხმებულ დღეს.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  26

6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებისთვის თანხა ხელმისაწვდომი გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დაცვით იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღებს ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საგადახდო ანგარიში არ აქვს.
7. მომხმარებლის მიერ საგადახდო ანგარიშზე ამ ანგარიშის ვალუტაში ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ინკასირებული ნაღდი ფულის იურიდიული პირის ანგარიშზე შეტანისას თანხა მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს არაუგვიანეს მისი მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღისა.
8. გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დასადასტურებლად თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  26

9. გადახდის ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, ოპერაციის რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.