FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

თავდაცვის კოდექსი

article  84

სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება.
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
    ა) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;
    ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;
    გ) სამხედრო მოსამსახურის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში კანდიდატად წამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
    დ) სამხედრო მოსამსახურის, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამასთანავე, სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულება შესაბამისი მომსახურების გამწევ ორგანიზაციას ეკისრება;
    ე) სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მისთვის საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;
    ვ) მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
თავდაცვის კოდექსი

article  84

ზ) სამხედრო მოსამსახურის ფულადი და კვების კმაყოფიდან მოხსნა;
    თ) მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამსახურიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული;
    ი) სამხედრო მოსამსახურის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარების ფაქტის დადგენა ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
    კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;
    ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;
    მ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.
თავდაცვის კოდექსი

article  84

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.