Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 104 ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დასანერგად განსაზღვრული ვადის დარღვევა. 1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დასანერგად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ვადის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 104 ქსელურ სენსორზე წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულების ან/და ასეთი წვდომის სტაბილური ფუნქციონირების ვალდებულების შეუსრულებლობა. 1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქსელურ სენსორზე წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულების ან/და ასეთი წვდომის სტაბილური ფუნქციონირების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |