FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  29

საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები.
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით უნდა განიხილოს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ:
    ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები;
    ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტროს ერთდროულად მრავალმა უცხოელმა ან/და მოქალაქეობის არმქონე პირმა წარუდგინა, რაც ართულებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას.
2. შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის სახით, საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, რათა საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ადეკვატურად და სრულყოფილად იქნეს განხილული.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეიძლება გადავადდეს, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადებში განხილვა შეუძლებელია წარმოშობის ქვეყანაში დროებით გაურკვეველი მდგომარეობის არსებობის გამო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია:
    ა) 6 თვეში ერთხელ შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  29

ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების მიზეზი.
4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 21 თვეს.
5. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ 6 თვის ვადაში განხილვა შეუძლებელია, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, აგრეთვე გაგრძელების მიზეზი და ვადა, რომლითაც გაგრძელდა განხილვა.
6. გაძევების პროცედურაში მყოფი პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  29

7. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.