Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 731 სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად. 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. 2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. 3. მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 144-2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 731 მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო 1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია. 3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. 4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. 5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე. 7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს. |