Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1556 თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა. 1. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომლის დასახელება, შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე, ან საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე ისეთი სიტყვის, აბრევიატურის, ნიშნის, გამოსახულების, გრაფიკის ან ციფრის გამოყენება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით. 4. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1556 5. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |