Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 666 ტარიფების დადგენა. 1. ამ კანონით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას უფლების მფლობელმა უნდა მიიღოს მისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესაბამისი ჰონორარი. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ჰონორარს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან შეთანხმებული ოდენობით აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე იმავე პუნქტითა და ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მიაწოდოს ტარიფების დადგენის კრიტერიუმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ტარიფი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული უფლებების ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სატარიფო გეგმები გამოაქვეყნოს თავისი ვებგვერდის მეშვეობით და სთხოვოს „საქპატენტს“ მათი გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე სატარიფო გეგმების გამოქვეყნების შემთხვევაში „საქპატენტი“ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ტარიფების ელექტრონულად ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინებას. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 666 5. თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7-1 პუნქტებით განსაზღვრული წესით. ამ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი სამოქალაქო ბრუნვაში არსებული უფლებების ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი ტარიფები დამტკიცებისთანავე წარუდგინოს „საქპატენტს“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად. |