Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 28 სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი. 1. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მუდმივი კონტროლი. 2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელ ორგანოს, რომელიც იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, უფლება აქვს, გააკონტროლოს ამ ინფორმაციის დაცვის მდგომარეობა. 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა ორგანოში, რომლებსაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ან სადაც არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. |