Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 9 დამოუკიდებელი ექსპერტი. 1. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებას და შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას ახორციელებს დამოუკიდებელი ექსპერტი. 2. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესები და მონიტორინგისა და რეგისტრაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 3. ფიზიკური პირისთვის გაცემული სერტიფიკატი მოქმედებს გაცემიდან 4 წლის განმავლობაში, ხოლო იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადაა 4 წელი. სერტიფიკატის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია. 4. დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი ან აკრედიტაცია, უფლება აქვს, ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია გაიაროს სერტიფიკატის ან აკრედიტაციის გაუქმებიდან არაუადრეს 6 თვისა. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 9 დამოუკიდებელი ექსპერტი. . 3. ამ კანონის მიზნებისთვის ფიზიკური პირის სერტიფიცირების ვადა და იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადა განისაზღვრება საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. სერტიფიკატის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 9 დამოუკიდებელი ექსპერტი. . . 5. სამინისტრო ქმნის, აახლებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას. 6. დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად პირს, რომელიც შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის ან/და ფუნქციონირების პროცესში მონაწილეობდა ან მონაწილეობს, არ აქვს უფლება, განახორციელოს ამ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და მოამზადოს აღნიშნულ შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ამ პუნქტის მიზნებისთვის ასეთ პირად მიიჩნევა: ა) შენობის დამპროექტებელი; ბ) დეველოპერი, მშენებელი ან/და შენობის ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების მიმწოდებელი; გ) შენობის მოვლასა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების გამართულობის უზრუნველყოფაში მონაწილე პირი; დ) შენობაში ენერგოდამზოგავი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი. |