Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 158 ელექტროენერგიის ტრანზიტი. 1. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ენერგეტიკული გაერთიანების მხარის სისტემასთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი რეგულირდება ამ მუხლის შესაბამისად. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით ტრანზიტის განხორციელებით დაინტერესებული პირი (ტრანზიტის დამკვეთი) ვალდებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს გადამცემი სისტემის ოპერატორთან. 3. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას მისი განხორციელებისთვის რეგულირების საფასური არ გადაიხდევინება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 158 4. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული სათანადო საკომპენსაციო თანხით ან ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგიის) მოწოდებით, თუ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის შესაბამისი შეთანხმება არსებობს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 158 5. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა დაიანგარიშება ბაზრის წესებით გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის (შემდგომ – საანგარიშო პერიოდი) განმავლობაში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი და საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი ელექტროენერგიის თანხვდენილი ჯამური რაოდენობების გათვალისწინებით. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ცალკეული დღეების ან/და საათების განმავლობაში საქართველოში შემოტანილი და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობები შესაძლებელია ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს. საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ტრანზიტად ჩაითვლება საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობების თანაბარი ნაწილები. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 158 6. სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად ბაზრის წესების შესაბამისად ტრანზიტის დამკვეთის მიერ დამატებით მოწოდებული ელექტროენერგია (საკომპენსაციო ელექტროენერგია), ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანზიტო ელექტროენერგიის მოწოდება-მიღების თაობაზე განაცხადები ცალკეული დღეების ან/და საათების მიხედვით შესაძლებელია მოიცავდეს ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანისა და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანის არათანაბარ რაოდენობებს იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ტრანზიტად ჩაითვლება ჯამურად ტრანზიტის განხორციელების ფარგლებში საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან გატანილი ელექტროენერგიის რაოდენობების თანაბარი ნაწილები, ამავდროულად, დაკმაყოფილდება საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის (ურთიერთდაკავშირების) შესახებ ხელშეკრულებების, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორის სხვა აუცილებელი მოთხოვნები. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 158 8. ტრანზიტის დამკვეთის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში სატრანზიტო ელექტროენერგიის ორი ან ორზე მეტი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევა, როდესაც ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ერთია, განიხილება, როგორც ერთიანი ტრანზიტი. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის რაოდენობა განისაზღვრება ტრანზიტის ფარგლებში საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის რაოდენობების ჯამის გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა ერთი ქვეყნიდან თუ ორი ან ორზე მეტი ქვეყნიდან), ამ მუხლის მე-5–მე-7 და მე-9 პუნქტებში აღნიშნული პირობების შესაბამისად. 9. კონკრეტული ურთიერთდამაკავშირებლით საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ან/და საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობა/წილი დგინდება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 158 91. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა და ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით. 10. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება ბაზრის ან/და ქსელის წესებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. |