Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული კავშირების შესახებ article 25 დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად. 1. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობები, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისთვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე გადასცეს სათავსი, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები. 2. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის სხვა, დამატებითი მატერიალური პირობების შექმნა წესრიგდება კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით). 3. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად რიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. |