Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საექიმო საქმიანობის შესახებ article 70 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მისი პროფესიული ვარგისობის განსაზღვრისათვის. 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ/აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, მის დამსაქმებელს (სამუშაოზე მიღებისას ან შემდგომ), აგრეთვე საბჭოს უფლება აქვს, დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება ასეთი დავალების მიღებიდან 1 თვის ვადაში. |