Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 50 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 50 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა. 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. |