Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 21 საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის გემის და სამხედრო ხომალდის მოვალეობები. 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი არიან დაიცვან ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები. 2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდი ვალდებულია აღმართოს თავისი სახელმწიფოს დროშა, ხოლო უცხო ქვეყნის გემი ვალდებულია თავისი სახელმწიფოს დროშასთან ერთად აღმართოს საქართველოს დროშაც. უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავები და სხვა წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები უნდა იმყოფებოდნენ წყლის ზედაპირზე და აღმართული ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს დროშა. 3. უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებათ: ა) ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად არის საჭირო; ბ) წყალქვეშა სამუშაოების განხორციელება; |
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 21 გ) რეწვის ან სარეწი იარაღების სამუშაო მდგომარეობაში ქონა; დ) შუქ-ბგერითი სიგნალების გამოყენება, საერთაშორისო წესებით გათვალისწინებული სიგნალების გარდა; ე) ფოტო- ან ვიდეოგადაღებები, ნავსადგურებისა და სანაპირო უბნების სქემებისა და ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა; ვ) გემის მეჩეჩზე განზრახ დასმა ან მისი ჩაძირვა; ზ) ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ზიანს აყენებს წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს, სანავიგაციო ნიშნებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და სხვა მოწყობილობებს; თ) გემის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნარჩენების ზღვაში ჩაყრა და ფეკალური წყლების ჩაღვრა. |