FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  7

მეტამონაცემები.
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი (სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისები) აღწერილი და დოკუმენტირებული უნდა იყოს მეტამონაცემების ფორმატით, ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ კანონით განსაზღვრულ მეტამონაცემების ეროვნულ პროფილს, მის დეტალურ სტრუქტურას, ელემენტებსა და ქვეელემენტებს, მათ მნიშვნელობებს, მათი აღწერის კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შენახვისა და განახლების წესს მეტამონაცემების ეროვნული პროფილის კანონისმიერი მიზნებისა და არსის გათვალისწინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილი უნდა შეიცავდეს სივრცითი მონაცემების რესურსების აღმწერ შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
    ა) სივრცითი მონაცემების რესურსის იდენტიფიკაციას ­− ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სივრცითი მონაცემების რესურსის სახელწოდებას, მოკლე აღწერილობას, ტიპს, ენას, უნიკალურ იდენტიფიკატორსა და ინტერნეტბმულს;
    ბ) სივრცითი მონაცემების რესურსის კლასიფიკატორს − სტრუქტურირებულ კლასიფიკატორს, რომელიც სივრცითი მონაცემების რესურსთან დაკავშირებულ მთავარ თემატურ ასპექტებს განმარტავს;
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  7

გ) საკვანძო სიტყვებს − სივრცითი მონაცემების რესურსის არსის აღმწერ ლაკონიურ საკვანძო სიტყვებს გამარტივებული ძიების შესაძლებლობისთვის;
    დ) გეოგრაფიულ მდებარეობას − სივრცითი მონაცემების რესურსის კოორდინატთა სარეფერენციო სისტემის მახასიათებლებისა და გეოგრაფიული განფენილობის (გეოგრაფიული არეალის) თაობაზე ინფორმაციას;
    ე) თარიღთა სისტემას − სივრცითი მონაცემების რესურსის შექმნასთან, განახლებასთან, გამოქვეყნებასა და სხვა პროცესებთან დაკავშირებულ თარიღებს;
    ვ) ხარისხსა და ნამდვილობას − სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხისა და ნამდვილობის თაობაზე ინფორმაციას;
    ზ) წვდომისა და გამოყენების პირობებს − სივრცითი მონაცემების რესურსთან წვდომისა და მისი გამოყენების პირობებისა და შეზღუდვის (არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას;
    თ) სივრცითი მონაცემების რესურსისთვის პასუხისმგებელ მხარეს − სივრცითი მონაცემების რესურსის ფლობისთვის, მართვისთვის, შენახვისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტის თაობაზე ინფორმაციას;
    ი) მეტამონაცემების შესახებ მეტამონაცემებს − ინფორმაციას, რომელიც მეტამონაცემებს ახასიათებს და განმარტავს.
4. მეტამონაცემები უნდა ინახებოდეს ელექტრონულად, მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგში, რომელიც მეტამონაცემების საცავია.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  7

5. მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნას უზრუნველყოფს კოორდინატორი. მეტამონაცემების ეროვნული კატალოგი ეროვნული გეოპორტალის განუყოფელი ნაწილია.
6. მეტამონაცემებში აღწერილი ინფორმაციის სისრულისთვის, სიზუსტისთვის, ხარისხისთვის, ნამდვილობისა და განახლებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.