Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
თავდაცვის კოდექსი article 86 სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. 1. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვა; ბ) ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) კონტრაქტის პირობების დარღვევა; დ) მხარეთა შეთანხმება; ე) რეორგანიზაცია და შტატების შემცირება; ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; თ) სამსახურებრივი შეუსაბამობა; ი) პირადი განცხადება (გამონაკლისის სახით), დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას; კ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; მ) განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება; |
თავდაცვის კოდექსი article 86 ნ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ო) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; პ) გარდაცვალება; ჟ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; რ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა. 2. სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მისი სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენად. 3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან. |
თავდაცვის კოდექსი article 86 4. სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო-სამედიცინო კომისია სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ ცნობს სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. პირი, რომელიც შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 5. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე იმ ქვედანაყოფში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე სხვა ქვედანაყოფში. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მას ჩაეთვლება ნამსახურობის კალენდარულ წლებში და მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება. 6. სამხედრო მოსამსახურის მიერ პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების (სამხედრო სამსახურის შეწყვეტის) მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი მისი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში. |
თავდაცვის კოდექსი article 86 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა, საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას) არსებობისა. |