Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 209 მხილებულს უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ მიმართული მხილების განცხადების და არსებული მტკიცებულებების შესახებ. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პასუხი გასცეს მხილებას მხილების განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მხილებულის პოზიცია უნდა აისახოს განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 209 მუხლი 20-10 1. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს და უნდა შეიცავდეს: ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალსა და აღწერას; გ) მხილებულის პოზიციას; დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას. 2. დაუშვებელია, განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებას, ფაქტს, მტკიცებულებას ან არგუმენტს, რომელიც მხილების განცხადების განხილვის პროცესში სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა. 3. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ მხილებულსა და მამხილებელს. ანონიმური მხილების შემთხვევაში განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ მხილებულს. 4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 209 მუხლი 20-11 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. |