Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სპორტის შესახებ article 3 საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში. 1. სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნით. 2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტის სფეროში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიან რეგიონებს. 4. საქართველოს მოქალაქეს (სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, სპორტის სხვა მუშაკს) უფლება აქვს იმუშაოს სამოყვარულო და პროფესიულ სპორტში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 5. სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში სპორტულ საქმიანობას ეწევა ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დაუშვებელია სპორტული საქმიანობა ან სპორტში მიღწევების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის. |