FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  29

საბაჟო კონტროლის ზონა.
1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
2. საბაჟო კონტროლის ზონებია:
    ა) საბაჟო გამშვები პუნქტი;
    ბ) საბაჟო ორგანოს საწყობი;
    გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
    დ) საბაჟო საწყობი;
    ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
    ვ) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტში, საზღვაო პორტში, ნავსადგურში, რკინიგზის სადგურში არსებული, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია;
    ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურის სალიანდაგო ნაწილი − ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
    თ) შენახვის სხვა ადგილი, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
    ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის განსაზღვრული სხვა ადგილი.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  29

3. აკრძალულია საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო ფორმალობის განხორციელებამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრების გარეთ გატანა.
4. საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელზე საკუთრების უფლება შეიძლება გადაეცეს სხვა პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.
5. აეროპორტის, ნავსადგურის, რკინიგზის სადგურის საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისა და გადაადგილების და ამ ზონის დატოვების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.