FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

article  5

ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა.
1. ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ინვესტორი მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება:
    ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან: ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო და დეკორაციული მასალების იმპორტისას; ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას; ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას;
    ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში;
    გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.
ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

article  5

3. ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
4. ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან მშენებლობის დაწყების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.
5. კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისაგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.
6. მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი (ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაში).
7. ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტორისა) არ გავრცელდება ამ მუხლით ინვესტორისათვის გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი.