FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

article  17

თანამდებობრივი სარგოები, ფულადი ჯილდო, დანამატები და დახმარებები.
1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს და მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების და აგრეთვე წარმომადგენლობების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

article  17

3. 2025 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.