FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  665

მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები, ლიცენზირება.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვალდებული არიან ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემის პროცესში მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად. ისინი ვალდებული არიან ერთმანეთს მიაწოდონ ლიცენზიის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ყველა ინფორმაცია.
2. ლიცენზირების პირობები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ლიცენზირების პროცესში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ მოეთხოვება სხვა მოსარგებლესთან შეთანხმებული ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის პირობების, როგორც პრეცედენტის, წარდგენა.
3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით მოსარგებლის მიმართვა განიხილოს გონივრულ ვადაში და ამ მიზნით მოსთხოვოს მას ლიცენზირებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსარგებლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ. ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ განმარტებას შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  665

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მისცეს ელექტრონული საშუალებით კომუნიკაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ლიცენზირების ანგარიშის წარდგენისას.
5. მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახავს ინფორმაციას ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოსაანგარიშებლად  და  გასანაწილებლად.
6. მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეთანხმებულ ან წინასწარ დადგენილ ვადასა და ფორმატში მიაწოდოს ამ ორგანიზაციის მართვის ქვეშ მყოფი უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ჰონორარების შესაგროვებლად და გასანაწილებლად. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია არ გაამჟღავნოს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ და მოსარგებლემ უნდა გაითვალისწინონ შესაბამის სფეროში მოქმედი სტანდარტები.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  665

7. ერთი კატეგორიის მოსარგებლეებისთვის უნდა არსებობდეს ლიცენზირების თანაბარი პირობები. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, საკმარისი საფუძვლის გარეშე უარი განაცხადოს ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე.