Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 4 ვადების ათვლის წესი. 1. ვადები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს. 2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა. 3. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 4. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ამ რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე. |