Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 125 საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცებ. 1. პარლამენტს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენასთან ერთად. 2. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხი განსახილველად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ შესაბამის კომიტეტებს, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ და ამზადებენ დასკვნებს. 3. წამყვანი კომიტეტის მოტივირებული დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვამდე და კენჭისყრამდე წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. საკითხის საპარლამენტო განხილვის შემდეგ პარლამენტი საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას დადგენილებით ამტკიცებს. აღნიშნული დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას, დადგენილებით შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი. |