Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 155 სადავო საკითხების განხილვა. 1. კომისიაში წარდგენილ განცხადებას (საჩივარს) სადავო საკითხის განხილვის თაობაზე კომისია განიხილავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად. 2. კომისიასადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე. 3. კომისია სადავო საკითხის განხილვის უფლებამოსილების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების (საჩივრის), მათ შორის, სრული დოკუმენტებისა და ინფორმაციის, მიღებიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, თუ კომისიას ინფორმაციის მოსაძიებლად დამატებითი დრო სჭირდება. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. |