FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ამნისტიის შესახებ

article  1

1. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 45 დღით.
ამნისტიის შესახებ

article  1

3. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ ბრალდებულს, აგრეთვე ბრალდებულს, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვანია ან 70 წელს გადაცილებულია, იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 105 დღით.
4. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-1 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 90 დღით.