Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 53 UCITS-ისთვის ნებადართული ინვესტიციები და გარიგებები. 1. UCITS-ს უფლება აქვს, ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ შემდეგ აქტივებში ან ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში; ბ) უცხო ქვეყანაში მოქმედ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, თუ ეს საფონდო ბირჟა შეყვანილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სიაში, საქმიანობას ახორციელებს რეგულარულად, არის აღიარებული და ხელმისაწვდომია საჯაროდ; გ) ახლად გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, თუ ემისიის პირობები შეიცავს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, წარდგენილი იქნება განაცხადი ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შესახებ და საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება უზრუნველყოფილი იქნება მათი გამოშვებიდან 1 წლის ვადაში; დ) UCITS-ის მიერ გამოშვებულ ერთეულებში ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა აღნიშნული საინვესტიციო ფონდი საქართველოში), თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 53 დ.ა) საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა საინვესტიციო ფონდი ექვემდებარება ზედამხედველობას, რომელიც UCITS-ისთვის განსაზღვრული ზედამხედველობის ეკვივალენტურია. ამასთანავე, უზრუნველყოფილია საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა; დ.ბ) სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების დაცვის დონე UCITS-ის ერთეულის მფლობელების დაცვის დონის ეკვივალენტურია, მათ შორის, აქტივების სეგრეგაციის, სესხის აღებისა და გაცემის მარეგულირებელი წესები ამ კანონის მოთხოვნების ეკვივალენტურია; დ.გ) სხვა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხდება წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივებისა და ვალდებულებების, შემოსავლისა და ოპერაციების შეფასების მიზნით; დ.დ) UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდს უფლება არა აქვს, საკუთარი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა UCITS-ის ერთეულებში ან სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 53 ე) კომერციულ ბანკებში განთავსებულ მოთხოვნამდე დეპოზიტებში ან ვადიან დეპოზიტებში, რომელთა ვადიანობა 12 თვეს არ აღემატება, იმ პირობით, რომ კომერციული ბანკი ლიცენზირებულია საქართველოში ან უცხოური ბანკი, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით კომერციული ბანკებისთვის დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია; ვ) დერივატივებში (მათ შორის, მათ ეკვივალენტ ფინანსურ ინსტრუმენტებში, რომლებიც ფულად ანგარიშსწორებას ითვალისწინებს), რომლებიც ივაჭრება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, ან არასაბირჟო ფინანსურ დერივატივებში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ვ.ა) დერივატივი ნაწარმოებია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებიდან ან ფინანსური ინდექსებიდან, საპროცენტო განაკვეთებიდან, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსებიდან ან უცხოური ვალუტიდან, რომლებშიც UCITS-ს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს საკუთარი სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად; ვ.ბ) არასაბირჟო დერივატივების მხარეები ექვემდებარებიან პრუდენციულ ზედამხედველობას და განეკუთვნებიან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიებს; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 53 ვ.გ) არასაბირჟო დერივატივი ექვემდებარება ყოველდღიურ სანდო და დადასტურებად შეფასებას და მისი გაყიდვა, ლიკვიდაცია ან დახურვა ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სამართლიან ფასად, UCITS-ის ინიციატივით; ზ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც სავაჭროდ დაშვებული არ არის ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, თუ ამ ინსტრუმენტების ემისია ან მათი ემიტენტი ინვესტორებისა და დანაზოგების დაცვის მიზნით რეგულირებას ექვემდებარება და ეს ინსტრუმენტები: ზ.ა) გამოშვებულია ან გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ, უცხო ქვეყნის ან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ; ზ.ბ) გამოშვებულია ემიტენტის მიერ, რომლის მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე; ზ.გ) გამოშვებულია ან გარანტირებულია ემიტენტის მიერ, რომელიც ექვემდებარება პრუდენციულ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან ისეთი ემიტენტის მიერ, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 53 ზ.დ) გამოშვებულია სხვა ემიტენტის მიერ, რომელიც განეკუთვნება საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიას, იმ პირობით, რომ ამ ინსტრუმენტებში განხორციელებული ინვესტიცია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციების ეკვივალენტურად არის დაცული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქტივებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელების გარდა, UCITS-ს უფლება აქვს: ა) თავისი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ისეთ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით; ბ) ფლობდეს დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს. 3. UCITS-ს ეკრძალება ძვირფასი ლითონების ან მათი შესაბამისი სერტიფიკატების შეძენა. 4. დერივატივებთან დაკავშირებული რისკის საერთო პოზიცია UCITS-ისთვის არ უნდა აღემატებოდეს მისი პორტფელის საერთო წმინდა ღირებულებას. რისკის პოზიციის გამოთვლისას გაითვალისწინება ძირითადი აქტივების მიმდინარე ღირებულება, კონტრაჰენტის რისკი, ბაზრის სამომავლო ცვალებადობა და პოზიციების დახურვისთვის განსაზღვრული ვადა. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 53 5. საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებულ UCITS-ს უფლება აქვს, შეიძინოს მოძრავი და უძრავი ქონება ან/და არამატერიალური აქტივი, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო კომპანიის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. 6. ამ მუხლით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებად ჩაითვლება შემდეგი ინსტრუმენტები: ა) აქციები კომპანიებში და აქციის ეკვივალენტი სხვა ფასიანი ქაღალდები (წილობრივი ფასიანი ქაღალდები); ბ) ობლიგაციები და სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდები; გ) სხვა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევა ნებისმიერი ასეთივე მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას პირველადი შესყიდვით ან გაცვლით. |