FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  4

უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების სტანდარტები.
1. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა შეაფასოს სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან დამოუკიდებელმა, შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების მქონე შემფასებელმა.
2. საშემფასებლო საქმიანობა ხორციელდება და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დაანგარიშდება საერთაშორისოდ აღიარებული საშემფასებლო სტანდარტების მიხედვით.
3. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადამოწმდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადამოწმდეს უფრო ხშირად, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
    ა) საბაზრო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა;
    ბ) უძრავი ქონების ბაზარზე უძრავი ქონების ფასი მნიშვნელოვნად დავარდა ან მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ეს უძრავი ქონების ერთ-ერთ სახეობას ან ტიპს ეხება.
4. უძრავი ქონების გადაფასება/შეფასების გადახედვა სავალდებულოა, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული გადამოწმების ფარგლებში გაჩნდა ეჭვი, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  4

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გადამოწმების (მონიტორინგის) და გადაფასების/შეფასების გადახედვის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტატისტიკური მეთოდები.
6. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ზუსტდება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.