FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  17

უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა. უცხო ქვეყნის გემის გავლა ითვლება მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევად, თუ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში იგი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
    ა) ძალის გამოყენების შესახებ მუქარა ან ძალის გამოყენება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან სხვა სახით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევა;
    ბ) სამხედრო მანევრები ან ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებით სწავლება;
    გ) საქმიანობა, რომლის მიზანია ინფორმაციის შეგროვება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ;
    დ) პროპაგანდა, რომელიც ხელყოფს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს;
    ე) საფრენი აპარატის ჰაერში ასვლა ან გემბანზე მიღება;
    ვ) სამხედრო მოწყობილობის ჰაერში აწევა ან გემბანზე მიღება;
    ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ტვირთისა და ვალუტის დატვირთვა ან გადმოტვირთვა, ფიზიკური პირის გემბანზე მიღება ან გემიდან გადმოსმა;
    თ) ზღვის გარემოს განზრახ და სერიოზული დაბინძურება;
    ი) თევზჭერა;
    კ) სამეცნიერო-კვლევითი, საძიებო ან ჰიდროგრაფიული საქმიანობა;
    ლ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ელექტრონული სისტემების ან სხვა მოწყობილობებისა და ნაგებობების ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელი პირობების შექმნა;