Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 8 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები. 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა; |
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 8 ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ზ) პენიტენციური კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წერილობითი ბრძანება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. |
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 8 3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე . 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას , საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე . ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია . |
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 8 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/484 - ვებგვერდი, 13.03.2012წ. |