FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  145

ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი.
1. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, სპეციალურ სამსახურს მოსთხოვოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა. მიღებულ ინფორმაციას ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, თუ იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ამ კანონის 144 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების შემდეგ ზედამხედველ მოსამართლეს წარედგინება ანგარიში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შესახებ და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი შესაბამისი ოქმის ეგზემპლარი. მუხლი 14-6. ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის განხორციელება 1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს:
    ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით;
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  145

ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით, ინიციირებულ/განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების სამართლებრივ საფუძვლებთან შედარებით.
2. ამ კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით, ამ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-3 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  145

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე უფლებამოსილია გაეცნოს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება.
5. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტებები კონტროლის პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ინიციირების შესახებ.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  145

6. ზედამხედველი მოსამართლე გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობას აკონტროლებს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით. აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-3 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.
7. თუ ზედამხედველი მოსამართლე ვერ ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ზედამხედველი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლე.