FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  18

სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი.
1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.
3. განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია.
4. სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება:
    ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
    ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის. დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით.
5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  18

6. თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება.
7. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე.
8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  18

9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 9-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.
91. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge. აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებები.
10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
    ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
    ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  18

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
    დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
    ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
    ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
    ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
11. სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი.
12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.