FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  106

ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა.
1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების ვალდებულების ან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პენეტრაციის ტესტის ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  106

მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დასანერგად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული ვადის დარღვევა ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-6 მუხლის პირველი, მე-9 ან მე-14 პუნქტით, 8-2 მუხლით ან მე-10 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.