Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 64 შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონე წინადადება. 1. თუ წინადადებას შეუსაბამოდ დაბალი ფასი აქვს, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას მოსთხოვს. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში წინასწარ განსაზღვრავს ისეთ შემთხვევას, როდესაც წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ მიიჩნევა, და დოკუმენტებს, რომლებითაც ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დადასტურდეს. 2. წინადადების შეუსაბამოდ დაბალი ფასის გამო ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შეიძლება დასაბუთდეს: ა) წარმოების პროცესის, მშენებლობის მეთოდის ან მომსახურების გაწევის ხარჯებით; ბ) საქონლის მისაწოდებლად, სამუშაოს შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტის გზით ან ეკონომიკური ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი განსაკუთრებული პირობებით; გ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ შეთავაზებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ორიგინალურობით; დ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულებით, გარემოს დაცვის, სოციალური და შრომის კანონმდებლობის სფეროებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით; ე) ქვეკონტრაქტორის გამოყენებით; ვ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღების შესაძლებლობით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 64 3. შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ იგი ვერ დაასაბუთებს წინადადების ფასის ადეკვატურობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია უნდა მოხდეს. თუ წინადადების დაბალი ფასი პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღებით არის განპირობებული, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ იგი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასაბუთებს ასეთი დახმარების მიღების კანონიერებას. 4. პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ მიიჩნევა, აგრეთვე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |