Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2592 კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება. 1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. |