Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 66 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვა/გარდაცვალება. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ანაზღაურებს. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 66 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, დაღუპული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს დამატებითი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 66 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |