Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 311 საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია. 1. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისას იწყება სუბიექტის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. ამ პირზე გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 311 3. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. ლიკვიდატორი ვალდებულია სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება ამ გადაწყვეტილების თაობაზე. ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს. კრედიტორებმა ლიკვიდატორს ამ განცხადების განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია მათი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობა და საფუძველი. 5. ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს: |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 311 ა) გარიგება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა; გ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს) არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 311 6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივები (გარდა ამ კანონის 31-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს სუბიექტის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას მის გადაცემაზე კრედიტორის/მოვალის თანხმობაა საჭირო, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორის/მოვალის თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. მისი თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები. 7. ქონების შემძენის (მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების) საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 311 8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში სუბიექტის სახელით განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად დაკავშირებულმა პირებმა საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღეს ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლეს, რამაც სუბიექტს ან/და მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. |