Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ზოგადი განათლების შესახებ article 43 კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; კ -1) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან; კ-2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელებისას უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს დასაბუთებული მიმართვა; ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; ლ -1) ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და მას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად; |
ზოგადი განათლების შესახებ article 43 ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას; ნ -1) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე; ნ -2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს. ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. 3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად. |
ზოგადი განათლების შესახებ article 43 4. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 20 -3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. |
ზოგადი განათლების შესახებ article 43 დირექტორის ფუნქციები. 1. სკოლის დირექტორი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს; დ -1) უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისა და შემცვლელი მასწავლებლისათვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ვ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; ზ -1) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში ; |
ზოგადი განათლების შესახებ article 43 ზ-2) შვებულებაში გადის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით. მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა; თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ; ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; |