Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2114 შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი. 1. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელი წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი. იგი უნდა შეიცავდეს: ა) სარჩელის შემტანი პირის სახელსა და გვარს; ბ) სარჩელის შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; დ) ცნობებს მოძალადის, მსხვერპლის და მათი ურთიერთობის შესახებ; ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს; ვ) შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნას; ზ) მოსარჩელის ხელმოწერას. 4. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2114 5. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის შემაკავებელი ორდერის გამომცემ უფლებამოსილ ორგანოს, აგრეთვე დაინტერესებულ პირს, რომლის დასაცავადაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, და აძლევს მათ უფლებას, სარჩელთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარადგინონ. 6. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. 7. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს. 8. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას. 9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. 10. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2114 11. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. 12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 13. შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2699 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. |