Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 4 ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება. 1. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ნატურალურ საზომ ერთეულებზე დაყრდნობით, განზოგადებულად, ფულად გამოსახულებაში, მათი ქრონოლოგიური, განუწყვეტელი და დოკუმენტური ასახვით. 3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ბუღალტრის ან პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის მეშვეობით, აგრეთვე საბუღალტრო ფირმის ან აუდიტორული ფირმის მიერ მომსახურების გაწევით. 4. სუბიექტი უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულეს და შიდა კონტროლს. 5. სუბიექტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, მისი საქმიანობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის გათვალისწინებით: ა) განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას; ბ) შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში; გ) შეიმუშავებს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოებისა და კონტროლის მექანიზმსა და პროცედურებს; დ) განსაზღვრავს სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებსა და ტექნოლოგიას; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 4 ე) ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავებს ფინანსური ანგარიშგების ფორმებს და განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს; ვ) შეიმუშავებს ბიზნესპროცესებისა და ბიზნესწესების ერთობლიობას (შიდა კონტროლის სისტემას), რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ეფექტიანობას, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობას. 6. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე. 7. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები შეიძლება შედგენილ იქნეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე ეგზემპლარად. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, მათ შორის, შიდა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი – სუბიექტის შიდა ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე გარე პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი – მეორე მხარისგან მიღებული დოკუმენტი ან სუბიექტის მიერ მეორე მხარისთვის წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალი; ბ) მაგროვებელი დოკუმენტები (სააღრიცხვო რეგისტრი, ჟურნალი და სხვა დოკუმენტი). |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 4 8. ეკონომიკური მოვლენები ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება ორმაგი ჩაწერის პრინციპის შესაბამისად. ეკონომიკური მოვლენა ბუღალტრულ აღრიცხვაში მოხდენისთანავე აისახება. იგი ასევე აისახება იმ პერიოდის შესაბამის მაგროვებელ დოკუმენტებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც მიეკუთვნება აღნიშნული მოვლენა. 9. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერს (ბუღალტრულ გატარებას) აქვს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ოპერაციის თარიღი; ბ) სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები, შესაბამისი თანხების მითითებით; გ) ოპერაციის მოკლე აღწერა; დ) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის/მაგროვებელი დოკუმენტის დასახელება და ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ოპერაციის თანხობრივი მონაცემი. 11. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი არის ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, საჭიროებისამებრ, ერთ ან რამდენიმე იდენტურ ეგზემპლარად დგება და რომელსაც, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქვს შემდეგი რეკვიზიტები: ა) დოკუმენტის დასახელება და ნომერი; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი; გ) ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი; დ) ოპერაციაში მონაწილე პირის/პირების დასახელება/დასახელებები; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 4 ე) ოპერაციაში მონაწილე პირის/პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისამართი/მისამართები (საქონლის/მომსახურების მიწოდების ან სხვა აუცილებელ შემთხვევაში); ვ) ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი ხელმოწერები; ზ) ოპერაციის თანხობრივი და რაოდენობრივი მონაცემები. 12. სუბიექტი უზრუნველყოფს ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის როგორც ფორმის (დოკუმენტის სისრულე, გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების არსებობა და სხვა), ისე შინაარსის (ეკონომიკური მოვლენის კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური და არითმეტიკული სიზუსტე და სხვა) მიხედვით სწორად შედგენის კონტროლს. ფორმის ან შინაარსის მიხედვით არასწორად შედგენილი დოკუმენტი დოკუმენტის შედგენისათვის პასუხისმგებელ პირს უბრუნდება. 13. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შედგენა, მათში შესწორებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობისა და სუბიექტის მიერ შემუშავებული შესაბამისი პროცედურებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნება ამ დოკუმენტების სანდოობაში ეჭვის შეტანა. 14. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ქრონოლოგიურად და სისტემატიზებულად, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ზოგადი პრინციპების დაცვით აისახება მაგროვებელ დოკუმენტებში. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 4 15. ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად ხელს აწერს (აწერენ) სუბიექტის ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სუბიექტის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირები. 16. შიდა კონტროლის სისტემაზე და სამართლიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის და წარდგენისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სუბიექტს ეკისრება. 17. დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ დოკუმენტების შემდგენი და მათზე ხელის მომწერი პირები. 18. როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული ფინანსური ანგარიშგებები და ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. |