FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  5

ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება.
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველი სხდომის ჩასატარებლად იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს, როგორც წესი, 12 საათზე.
2. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.
3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. მის მიერ სხდომის გაძღოლაზე უარის განცხადების შემთხვევაში სხდომას გახსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება სხდომაზე დამსწრე მისი შემდგომი უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი.