FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  26

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები. სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დგინდება:
    ა) სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისადმი მოპყრობის მიმართ ერთიანი მოთხოვნები;
    ბ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების წესი და მისი საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი/ საიდუმლოობის რეჟიმი;
    გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების წესი;
    დ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების, სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ან სხვა გზით გავრცელების შეზღუდვის წესი;
    ე) ელექტრონული ფორმით არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობის წესი;
    ვ) თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიმართ სახელმწიფო ორგანოთა მიერ სასამართლო, საზედამხედველო, საკონტროლო-სარევიზიო და სხვა ფუნქციების შესრულების სპეციალური წესი.